რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის გიორგი შენგელია (60 კგ) და ლაშა-გიორგი გოგიტიძე (85 კგ) ჩემპიონები გახდნენ.
ლატვიის დედაქალაქში ქართული გუნდი საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა ჩაიყვანა.
ტურნირში 7 ქვეყნის 640 მოჭიდავე მონაწილეობდა.