ეკა ჩავლეიშვილი 36-ე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია

მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ფილმში – „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული მთავარი როლისთვის 36-ე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია. მსახიობი „ევროპელი მსახიობი ქალი 2023″ კატეგორიის მოკლე სიაში მოხვდა.

ელენე ნავერიანის ფილმი “შაშვი, შაშვი, მაყვალი,” თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ როლებს მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და ეკა ჩავლეიშვილი ასრულებენ. სწორედ ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა ჯილდო ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ფილმი, რომელიც ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება, შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული.