თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ჩინური ენის მიმართულების სტუდენტმა მარიამ მუმლაძემ სწავლა ჩინეთში, ხანგჭოუში (Hangzhou) გააგრძელა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს,
მათივე თქმით, მარიამმა მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდია და ჩაირიცხა ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, Zhejiang University-ში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში ისწავლის ჩინური ენისა და კულტურის პროგრამაზე. მან სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის HSK გამოცდები.
მარიამმა ასევე გაიმარჯვა ჩინური ენის ხიდის კონკურსში და დამატებით მოიპოვა 6-თვიანი სასწავლო სტიპენდია, რომელიც ჩინეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა.