ტატო გრიგალაშვილი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შეჯიბრების მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

იგი, ტურნირის ფინალში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, თურქეთის სახელით გამომსვლელ ქართველთან, ვედატ ალბაირაკთან (გიორგი რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს პირველობის ორგზის გამარჯვებულია.

დღეს, ჩემპიონატის ბოლო დღეს, მამაკაცებიდან მედლების მოსაპოვებლად ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90კგ), ილია სულამანიძე (100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ხოლო ქალებიდან მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.