საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს:
“საფრანგეთის ჩრდილო დასავლეთის რამდენიმე რეგიონში უკიდურესი სიფრთხილეა რეკომენდებული მოახლოებული გრიგალის გამო, რომელიც 170-175 კმ/სთ-ში იქროლებს და არის ნგრევისა და დატბორვის რეალური რისკები.
გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და გაითვალისწინოთ საფრანგეთის ხელისუფლების პერმანენტული მოწოდება. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას, ვიდრე განგაში არ დასრულდება”, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.