საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ზე ცნობილმა იუთუბერებმა ჯეიმ პოულ სპარფორდმა და ბენჯამინ დევიდ ებრელმა კახეთის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს. გადაცემის “Sorted Food” წამყვანებმა საქართველოში Bloomberg-თან ერთად იმოგზაურეს.
ვიდეორგოლში „Glimpses of Georgia: Kakheti“ კახეთის ტურისტული ადგილებია ნაჩვენები. “Sorted Food”-ის წამყვანებმა ჩურჩხელის ამოვლებაში, პურის ცხობასა და ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა. 3 -წუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია კახეთის ვენახები და მარნები.
გადაცემას “Sorted Food” Youtube-ზე 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. Sorted Food-ის გუნდი Bloomberg-ის კამპანიის ფარგლებში Youtube-ის მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიასა და ვიდეორგოლთან ერთად კიდევ საიმიჯო რეპორტაჟს გამოაქვეყნებს. მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.
Bloolberg-ზე მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა