2023 წლის 4 ნოემბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი – „ჭაჭა“ 2023 გაიმართება.
„ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნების და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობენ.
ფესტივალის პროგრამა:
12:00
ფესტივალის გახსნა მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით;
12:15 – 12:30
საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“ მიერ.
12:30 – 16:00
გამოფენა-გაყიდვა, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით:
ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
მონაწილეების მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩენით;
კახეთისთვის დამახასიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე წარუძღვება.
16:00
გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებისთვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის)
16:29
2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორის მხრიდან გადაეცემა ფულადი ჯილდო, მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
16:30 – 18:00
ფესტივალის დახურვა – დასკვნითი კონცერტი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ სპექტაკლების „გაყრა“ და „შეყრა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.