ჭადრაკის ლეგენდამ გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატზე სენიორ ქალთა შორის. ნონა გაფრინდაშვილმა პირველ ტურში გერმანელი მირა კირზეკი დაამარცხა.
მოგებით დაიწყეს ასპარეზობა ჩემპიონატის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმაც.
სოფო ტერელაძემ რუმინელი აურელიანა პანჩუს მოუგო, ხოლო 50+ ვაჟებში მოასპარეზე ზურაბ სტურუამ ამერიკელ გლენ გრაცს სძლია.