25 ოქტომბერს, იტალიაში, რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია.
ღონისძიების დასასრულს, დანტე 700-ის ფარგლებში საქართველოში თანამედროვე ბალეტ “ბეატრიჩეს” დადგმისთვის დანტე ალიგიერის საზოგადოებამ თანამედროვე ბალეტ “ბეატრიჩეს” სადადგმო გუნდი – დავით მაზიაშვილი, მარიამ ალექსიძე და დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.
მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მერია.