ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ქართველმა ფალავანმა დმიტრი ძენისენია პირველივე რაუნში, აშკარა უპირატესობით, დაამარცხა.

გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებში მოქმედი ვიცეჩემპიონია.

ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია გიორგი ელბაქიძე (70 კგ).

ქართველმა ფალავანმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქ ბურაკ შინინს 5:0 ამარცხებდა და თურქმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.