2023 წლის 23 ოქტომბერს, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა მსოფლიო კარატეს ფედერაციის (WKF) კონგრესი, სადაც საბოლოოდ დამტკიცდა, 2022 წლის 30 დეკემბერს, WKF-ის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიან წევრად აღიარების შესახებ.
კონგრესს ესწრებოდა 83 დელეგატი. ჩვენი ფედერაციის საბოლოო აღიარებას მხარი დაუჭირა 80-მა დელეგატმა, თავი შეიკავა 3-მა, არცერთი წინააღმდეგი იყო.