23 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, მიუნხენის ლიტერატურულ სახლში, გერმანიის მთარგმნელობით ფონდ ტოლედოსთან და შვეიცარიულ მთარგმნელობით ფონდ პრო ჰელვეციასთან თანამშრომლობით, ქართულიდან გერმანულად და გერმანულიდან ქართულ ენაზე მთარგმნელობითი სახელოსნო ჩატარდება.
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ლიტერატურულ მთარგმნელობით სემინარში კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10 მონაწილიდან 2 მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი და თამარ მუსხელიშვილი მიიღებს მონაწილეობას.