კუნძულ მენზე, დღეს სტარტს აიღებს საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი “FIDE Grand Swiss And Women’s Grand Swiss 2023”.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და ორ ტურნირად გაიმართება: ღია და ქალთა.
ორივე ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი – 600 000 $ შეადგენს.
ღია ტურნირში 114 მონაწილე იასპარეზებს, მათ შორის 106 დიდოსტატი, ხოლო ქალთა შორის 50 მონაწილე და 43 დიდოსტატი.
ორივე ტურნირში I-II ადგილზე გასული მოჭადრაკე მსოფლიო პირველობის პრეტენდენტთა შეჯიბრების საგზურით დაჯილდოვდება.
წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ორი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები: ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი ითამაშებს.