საქართველოს საელჩო იორდანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იორდანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს:

“ლიბანის რესპუბლიკაში არსებული რთულად პროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, რაც განპირობებულია ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში გახშირებული სარაკეტო და საარტილერიო იერიშებით, ასევე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებით, საქართველოს საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ლიბანის რესპუბლიკაში მოგზაურობისგან.

საქართველოს საელჩო მოუწოდებს ლიბანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე დატოვონ ლიბანის ტერიტორია, ან წინააღმდეგ შემთხვევაში თავი შეიკავონ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში მგზავრობისგან, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ქ. ამანში საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზს: +962 79 7299799″, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში