საბერძნეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვეტერანთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა.
ზურაბ წიქარიძის (100 კგ) ოქროსა და მალხაზ გოგოლაძის (62 კგ) ვერცხლს, გუშინ ბრინჯაო მიამატა 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზაზა შავაძემ.
ძირითად ბადეში შავაძე ირანელი მეჰდი აჰმედ ნურის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან – უნგრეთის ნაკრების წევრ იუსუპ ნუნაევთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც კიდევ ერთ უნგრელს ხრისტო გეორგიევს ადვილად მოუგო – 9:0.