საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა. მალხაზ გოგოლაძემ (62 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წიქარიძემ საჩემპიონო გზა ისე გაიარა, არც ერთ მეტოქესთან ქულაც არ დაუკარგავს. უნგრელ ზოლტან განგლს ანგარიშით 9:0 მოუგო. ირანელ ბეჰზად ნუროლაჰ აბდოლვანდს და ლატვიელ სტანისლას სამოტას კი 4:0.
გოგოლაძემ ფინალამდე ფინელი კაი მარტტი კოივუნენი (6:1), ფრანგი ფილიპ ანდრე მოპინი (3:1) და უნგრელი სზაბოლც ზირკა (7:0) ჩამოიშორა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი ყაზახ ნურჟან ნურბეკოვთან დამარცხდა.