საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები რამდენიმე დღეში ტირანაში გაემგზავრება, სადაც 23 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.
პირველები საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და დღეს სწორედ მათ მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგების სრულ სტატისტიკას გთავაზობთ.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატი 2017 წლიდან ტარდება.
ხუთ შეჯიბრებაზე (2020 წელს ჩემპიონატი არ ჩატარებულა) საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 16 მედალი მოიპოვა – 8 ოქრო, 1 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
2017 წლიდან მოყოლებული 23-წლამდელთა გუნდს სათავეში ზურაბ ჭიღლაძე უდგას.
23-წლამდელთა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები 27 ოქტომბერს ჩაებმება.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატი 2017 წლიდან ტარდება
ხუთ შეჯიბრებაზე (2020 წელს ჩემპიონატი არ ჩატარებულა) ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 20 მედალი მოიპოვეს – 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საპრიზო სამეულს მიღმა არასოდეს დარჩენილა.
2017 წლიდან მოყოლებული 23-წლამდელთა გუნდს სათავეში სოსო ჯაბიძე უდგას.