მწერალთა სახლს ქართველი, ფრანგი, თურქი, უკრაინელი, ისლანდიელი, მაკედონიელი, პოლონელი, ბულგარელი, კანადელი და ირლანდიელი მკვლევრები სტუმრობდნენ

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) პროექტის – „ქალები მოძრაობაში“ (Women on Move) ფარგლებში, მწერალთა სახლს ქართველი, ფრანგი, თურქი, უკრაინელი, ისლანდიელი, მაკედონიელი, პოლონელი, ბულგარელი, კანადელი და ირლანდიელი მკვლევრები სტუმრობდნენ.

სტუმრები გაეცნენ მწერალთა სახლის ისტორიას, დაათვალიერეს ის უნიკალური მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც აქ ინახება და აგრეთვე, მიიღეს ინფორმაცია მარჯორი და ოლივერ უორდროპების ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გაწეული ღვაწლის შესახებ.