უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა სამჭიდელებმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ჭაბუკებში მოასპარეზე ანდრია მიქაუტაძე 53 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და ამოწევაში ევროპის რეკორდი დაამყარა (185,5 კგ). გიორგი გელაშვილმა ამავე წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების დასკვნით დღეს, 17 ოქტომბერს, ზემძიმე წონით კატეგორიაში თემურ სამხარაძე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამივე მოძრაობაში, მოიპოვა სამი ოქროს მედალი, ამოწევაში დაამყარა ევროპის რეკორდი დიდებს შორის და ევროპისა და მსოფლიოს რეკორდი ახალგაზრდებს შორის (389 კგ).