7-14 სექტემბერს, ფილიპინებზე, ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია (ICPS) ჩატარდა, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები ზურაბ უგულავა და ნიკოლოზ ნიკურაძე მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ საერთაშორისო აქტივობაზე სტუდენტებმა წარადგინეს შემდეგი სამეცნიერო მოხსენებები:
- “დამუხტული ნაწილაკის მოძრაობა ბრონიკოვ-ელისის ვორმჰოლში” – ზურაბ უგულავა
- “შავი ხვრელების მასის შეფასება ელექტრონული აჩქარების მექანიზმით” – ნიკოლოზ ნიკურაძე
სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ კახა ბენდუქიძის სახელობის ფიზიკის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებით მოიპოვებს.
მათი ვიზიტი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა დააფინანსა.