2023 წლის 23 ოქტომბერს, პეკინში, მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსის (WTEA) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რეჟისორების თათა თავდიშვილის (დოქტორანტი) და ტატო გელიაშვილის (მაგისტრანტი) სპექტაკლის – „აია“ – პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობენ დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტები:
მარი ენგურელი, ნინი ნოზაძე, გუგა ქაცარავა, თეკლა სულაქველიძე, თორნიკე კაკულია, ნიკოლოზ გოგიძე, მარიამ ავალიანი, ლიზა ნიკვაშვილი.