დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

დევონის საგრაფო, დარტინგტონის სასახლე, ქართული ღვინის ფესტივალს სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე სხვადასხვა ღვინო. ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც  ღვინის მაგისტრები საარ ებოტი (Sarah Abbott) და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი (Justin Howard Sneyd) უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულოც.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.