საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზია 2023-ზე ანასტასია და „რანინა” იქნება.
კომპოზიციას Over The Sky ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ.
სიმღერის და ვიდეორგოლის პრემიერა 15 ოქტომბერს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ შედგა.