არნოლდ კლასიკის პირველი ქართველი ჩემპიონი წოლჭიმში გიორგი ბეროშვილი გახდა

14-15 ოქტომბერს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ევროპის არნოლდ სპორტ ფესტივალი გაიმართა. ქართველი სპორტსმენები ოთხ სახეობაში მონაწილეობდნენ.

პრესტიჟულ ტურნირზე ქართველმა წოლმჭიმელმა გიორგი ბეროშვილმა 110 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და 255 კგ-ით ისტორიული ჩემპიონობა მოიპოვა.

თაზო კუჭავამ 82.5 კგ წონით კატეგორიაში 182.5 კგ აჭიმა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.