ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დასრულდა. ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებულია გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.
ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხესიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე, ერთ–ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ახალი ბილიკის მოწყობამდე ასვლა მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით იყო შესაძლებელი. დღეისთვის, კი მისი დალაშქვრა უკვე ეკოლოგიური და გარემოსთან ადაპტირებული, უსაფრთხო ტურისტული ბილიკითაა შესაძლებელი.