იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას 80-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენის მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.

საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორმა, ღვინის ცნობილი მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული სტილით დაყენებული ექვსი დასახელების ქართული ღვინო.