მე-17 საუკუნის იტალიელი მისონერი, დიონიჯო კარლი ქართველებს აღწერს:
“ქართველთა წეს-ჩვეულება კეთილშობილურია და ბუნებით მკვირცხლი არიან. ბერძნებისგან განსხვავებით, სარწმუნოებაში პირველობას არ ჩემულობენ. რომის ელესიისადმი არც ის სიძულვილი აქვთ, მოსკოვიტებს რომ სჩვევიათ. პირიქით, მოწიწებასა და პატივისცემას ამჟღავნებენ რომისა და წმინდა პეტრეს მიმართ. მაგრამ თუ ვინმემ სპარსელი ახსენა, ისინი მას(სპარსელს) ძაღლს უწოდბენ, რაც მათ ენაზე ასე გამოითქმის “თათარი ძაღლი არის”, ქართველები კარგი მეომრები არიან და ბევრჯერ ყოფილა, რომ მათ ნაკუწ-ნაკუწ აუკაფავთათასობით სპარსელი.
კიდევ უფრო უარესია ოსმალოზე მათი შეხედულება. ოსმალოს ხსენებაზე ამას ამბობენ: “თათარი ურუმი ძაღლი არის”. ყველაზე გასაოცარი მაინც ისაა, რომ გადახდილი ომების მიუხედავად, რაც მათ აიძულებს რომ მუდმივ იარაღში ისხდნენ, და იმის მიუხედავად, რომ მათი ქვეყანა ყოველი მხრივ მაჰმადიანებით არის გარშემორტყმული, იმდენი სიმტიცე და შეუპოვრობა გამოიჩინეს, რომ ბოლომდე შეინარჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოება. ეს ამბავი მართლაც რომ ღირსია განცვიფრებისა.”
მატიანე