საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ ფარგლებში, თბილისი 11 ქვეყნის 22 მეცნიერს, მკვლევარსა და ექსპერტს მასპინძლობს.
კონფერენციის პირველი დღე „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის” არქეოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, დენემის, აგროკლიმატოლოგიის, მეღვინეობის და მევენახეობის მიმართულებებით განხორციელებული კვლევების შედეგების განხილვას მიეძღვნა. მონაწილეებმა მსოფლიოს სხვადასხვა მკვლევრების და ინსტიტუტების კვლევებზე, მათ შორის, გადაჭრილი გორის და შულავრის გორის არქეოლოგიური გათხრების შედეგების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული კვლევები ხსნის ველური ვაზის კულტურული ვაზისკენ გადასვლის ეტაპებს, ვაზის დომესტიკაციას ბიოლოგიური შესწავლის საშუალებით. კვლევები ასევე მოიცავს გლობალური ხედვას ქართული ვაზისა და ღვინის ადგილსა და როლზე მსოფლიოში.