კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის XVI საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი დაიწყო.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია არამარტო პროგრამის მრავალფეროვნებითა და მონაწილე ქვეყნების სიუხვით, არამედ ემთხვევა თეატრალური უნივერსიტეტის 100 და კინო – ტელე ფაკულტეტის 50 წლის იუბილეს.
საკონკურსო პროგრამის ფილმების ჩვენება 11 ოქტომბრიდან იწყება.
2023 წლის თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან:
პოლონეთის კინოოპერატორთა საზოგადოების პრეზიდენტი.
სლისკოვსკი ლოძის კინოსკოლის კურსდამთავრებულია, დოქტორის ხარისხი 2018 წელს მიიღო. დამდგმელი ოპერატორის რანგში მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა ‘General Nil’ (2009), ‘Joanna’ (2010), ‘Trick’ (2010), ‘80 Millions’ (2011), ‘The Master’ (2005), ‘My Father’s bike’ (2012), ‘Hurricane’ (2018), ‘Pilsudski’ (2019).
ვადიმ პროდანი – კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი, მოლდოვა.
მოლდოვის რესპუბლიკის მუსიკის, თეატრისა და თანამედროვე ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორი. MoldovaFilm-ის რეჟისორი და სცენარისტი.
თეო ხატიაშვილი – კინომცოდნე, საქართველო.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო“. 1998 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
წელს ფესტივალი 5 გამარჯვებულს გამოავლენს
• საუკეთესო სტუდენტური მხატვრული ფილმი
• საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი
• საუკეთესო სტუდენტური ანიმაციური ფილმი
• საუკეთესო სტუდენტი რეჟისორი
• ფესტივალის გრან-პრი
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის განვითარების კონკურსი. კინოფესტივალის ფიჩინგ ფორუმის ტიუტორსა და ჟიურის წევრები არიან:
მისი სადებიუტო ნამუშევრის, ‘მარილივით თეთრი’, პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მაჭავარიანის ბოლო დოკუმენტურმა ნამუშევარმა, ‘მზიური’, Hot Docs-ის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.
ფიჩინგ ფორუმის ჟიური:
ინეკე სმიტსი – კინორეჟისორი ნიდერლანდებიდან. სმიტსის დოკუმენტური ნამუშევრები 1998 წლიდან არაერთი კინოფესტივალის მონაწილე და პრიზიორია. მის ფილმებს შორისაა ‘Nostalgia'(1999), რომელზედაც ტატო კოტეტიშვილთან ერთად იმუშავა, ‘Putin’s Mama'(2003), ‘Stand by Your President'(2014), ‘Little Man, Time & The Troubadour'(2019).
ვანო არსენიშვილი – კინორეჟისორი, არაერთი დოკუმენტური ფილმის თანაავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟეა. 2008 წელს დააარსა Artefact Production. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დოკუმენტური ფილმის წარმოებას ასწავლის, ასევე, ისეთი პროექტების ვიზუალური თხრობის კონსულტანტია, როგორებიცაა Deutsche Welle, სტუდია მონიტორი…
მარიამ ჭაჭია – კინორეჟისორი. მუშაობს დოკუმენტალისტიკის მიმართულებით. მისი დაფუძნებულია OpyoDoc, კინო-საპროდიუსერო კომპანია, ასევე, დოკუმენტური კინოს ასოციაციის, დოკას, თანადამფუძნებელია. მარიამის როგორც სარეჟისორო, ასევე საპროდიუსერო ნამუშევრები არაერთი ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.
ფესტივალი 10-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და მაყურებელს საშუალება აძლევს, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მრავალფეროვანი ნამუშევრები იხილოს.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.