ალექსანდრე ლოლაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ალექსანდრე ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში იაპონელ კაიტო ამანოსთან დამარცხდა.

მსოფლიო პირველობის პირველ დღეს კაკო ჩაფურიშვილსა (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ორივე მათგანი დამარცხდა.

დღეს ტურნირზე სამ ქართველს ვიხილავთ, ესენი არიან: გიორგი ბადუაშვილი (100კგ), შალვა გურეშიძე (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.