იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე გვანცა ზადიშვილმა ხმლით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:13 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ირმა ხეცურიანმა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში (ხმალი) ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.
ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ პარამოფარიკავე ატერს მოუგო ანგარიშით 15:7 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ტერნი 2023 მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები აგრძელებს ასპარეზობას. დღეს ჩვენი გოგონები გუნდურ შეჯიბრებაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლის მოსაპოვებლად.