ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

4 – 7 ოქტომბერს, ეროვნული არქივის კინოთეატრში, თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ქართველი მაყურებელი მსოფლიოს 15 ქვეყნის საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცულ 38 დოკუმენტურ, მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმს იხილავს.

პროგრამაში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში, ბელგიის სამეფო კინოარქივში, გერმანიის ფედერალურ არქივში, გერმანიის კინოს ინსტიტუტში, ჰოლანდიის აი კინომუზეუმში, ჩეხეთის, პერუს, ჩრდილოეთ მაკედონიის კინოთეკებში, პორტუგალიისა და ტურინის კინოს მუზეუმებში, ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის კინოარქივებში, აშშ-ისა და მალტის ეროვნულ არქივებში დაცული ძმები მანაკების, ალფრედ მაჩინის, რეინალდო ფერეირას, დუშან ვუკოტიჩის, იან ნემეკის, ლეიდა ლაიუსის, ალბრეხტ ვიქტორ ბლუმის, ელა ბერგმან მიშელის, გიორგი ასათიანის, ჯიმი მურაკამის, რობერტ სიოდმაკისა და სხვათა რეჟისორობით 1905-2022 წლებში გადაღებული ფილმები.

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40, ეროვნული არქივის კინოთეატრი.