თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში, თურქმა არტისტებმა დილბაგ ტოკაიმ და ემინე სერდაროღლუმ გამართეს კონცერტი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
გარდა თურქი კომპოზიტორების ნაწარმოებებისა, პროგრამაში ასევე შედიოდა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული ქართველი კომპოზიტორის დაგმარა სლიანოვა-მიზანდერისა და მისი მასწავლებლის შემოქმედება.
თურქმა მუსიკოსებმა კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს.