ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ. ყველა მათგანის აქტივში ორიდან ორი გამარჯვებაა.
საკლუბო ჩემპიონატში ვაჟთა 84 გუნდი და ქალთა 26 გუნდი მონაწილეობს და შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდება.
სხვადასხვა ევროპული კლუბების სახელით ასპარეზობენ:
-
ნინო ბაციაშვილი – ‘Superchess’ (რუმინეთი) – I დაფა – 2(2) ქულა;
-
ბელა ხოტენაშვილი – ‘Garuda Ajka BSK’ (უნგრეთი)–I დაფა – 2(2) ქულა;
-
ლელა ჯავახიშვილი – ‘SP Gaz Ukraine’(უკრაინა) – II დაფა -2(2)
-
მერაბ გაგუნაშვილი – ‘SK Zma’j (სერბეთი) III დაფა -2(2)