ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან წამყვან ტუროპერატორებსა და მარკეტინგული სააგენტოს KPRN წარმომადგენლებს მასპინძლობს. B2B ფორმატის ფარგლებში გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობა, ერთობლივი ტურების მომზადება განიხილეს.
„ამ ტურით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ საქართველოს შესახებ. გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. გავეცანით ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოს. ჩვენ ვმუშაობთ ტუროპერატორებთან რომ ტურისტებს ვაჩვენოთ თქვენი მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. ასევე ვმუშაობთ, რომ ბევრი გერმანელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“,- განაცხადა მარკეტინგული სააგენტოს KPRN წარმომადგენელმა ალექსანდრა გამროთმა.
გერმანული ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი თბილისსა და ბორჯომში ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ტუროპერატორები სასტუმროებისა და კვების ობიექტებით დაინტერესდნენ, ასევე მოინახულეს მცხეთა და უფლისციხე.