თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული საბა ხევიაშვილი სწავლას Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით და სტიპენდიით ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
სამაგისტრო პროგრამის პირველ წელს ბელგიაში, Katholieke Universiteit Leuven-ში, ხოლო მეორე წელი საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში გაატარებს.
საბას განსაკუთრებული ინტერესი კვანტურ ფიზიკას და მის გამოყენებას უკავშირდება, სწორედ ამიტომ შეარჩია ეს პროგრამა, სადაც შესაძლებელია ამ საკითხების სიღრმისეული, მეცნიერული შესწავლა.