საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით “პურის ფესტივალი” მეოთხედ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები მოეწყო.
წარმოდგენილი იყო შემეცნებით ილუსტრაცია ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ, ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები ქართული ღვინის ისტორიას ეცნობოდნენ.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული თემატური ფოტოები დახვდათ. ასევე, მათ ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.