ეთერ ლიპარტელიანი ბაქოს გრანდ სლემის ვიცეჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი სარდალაშვილმა(60 კგ), ლუხუმ ჩხვიმიანმა(60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა(66 კგ), ლაშა ნადირაძემ(66 კგ), მარი მახარაშვილმა(52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა(57 კგ) იასპარეზეს.

სპორტსმენებიდან ყველაზე წარმატებული გამოსვლა ეთერ ლიპარტელიანს ჰქონდა. იგი ფინალში გავიდა, მაგრამ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გრანდ სლემის შეჯიბრების მეორე დღეს ტატამზე 4 ქართველი ასპარეზობს: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი.

ეთერ ლიპარტელიანი ბაქოს გრანდ სლემის ვიცეჩემპიონია