29 სექტემბერს, თურქი მუსიკოსები: ჩელისტი – დილბაგ ტოკაი და პიანისტი – ემინე სერდაროღლუ, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში კამერული მუსიკის კონცერტს გამართავენ. კონცერტამდე კი სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ.
დილბაგ ტოკაიმ განათლება სტამბოლის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. იგი მუშაობდა გამოჩენილ ჩელისტებთან – M. Khomitzer, N. Ullner, F. Berthold, A. Rudin და სხვა. გამართული აქვს მრავალი სოლო და კამერული მუსიკის კონცერტი. გარდა ამისა, ის ატარებს მასტერკლასებს თურქეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ყირგიზეთში ბრაზილიაში. ბოლო პერიოდში საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა პიანისტ ერმინე სერდაროღლუსთან ერთად, მათ წარმატებით ჩაატარეს მრავალი საკონცერტო ტურნე და ჩაწერეს აუდიო ალბომი „თურქული მუსიკა ჩელოსთვის და ფოტეპიანოსთვის”.
2020 წლიდან მოღვაწეობს ჩელოების კვარტეტში “Cello Paradiso” და ასევე წერს აუდიო ალბომებს.
მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში, როგორც შემსრულებელს, მეცნიერსა და პედაგოგს. ამჟამად დილბაგ ტოკაი ასოცირებულ პროფესორად მუშაობს MSFAU სტამბოლის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
ემინე სერდაროღლუმ მუსიკალური განათლების მიღება და ფორტეპიანოზე დაკვრა ჯერ თურქეთში დაიწყო, ხოლო უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოსის შტატში, ვესლეანის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ უკვე ტექსასში, ოსტინში პროფესორ უილიამ რასისთან განაგრძო. მას როგორც პიანისტის, ასევე მუსიკოლოგისა და სახვითი ხელოვნების მკვლევრის დიპლომი აქვს. 2011 წლიდან ასოცირებული პროფესორია. იგი ბოღაზიჯის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე (სტამბოლი, თურქეთი) ასწავლის. ატარებს მასტერკლასებს და აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში სახელოვნებო კვლევითი მიმართულებით.