13,14 და 15 ოქტომბერს, ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო – 2023” გაიმართება. ფესტივალის სლოგანია “იცხოვრე, დარჩი!” ფესტივალის თემაა – “პორტრეტი”(ინდივიდუალური, ჯგუფური, ინტერიერში ან ექსტერიერში).
ფოტოკონკურსისთვის ფოტოების მიღების უკვე დაიწყო და ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.
ფესტივალში მონაწილეობისა და ფოტოების გასაგზავნად რეგისტრაცია ელექტრონულ მისამართზე photofestilo@gmail.com ხდება.
“აუდიტორიის გამარჯვებული ფოტოს” გამოვლინდება ფესტივალის Facebook გვერდზე, სადაც ერთ ფოტოზე ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. შედეგი 2023 წლის 15 ოქტომბერს, ფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე გამოცხადდება.
ფესტივალის ძირითადი კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა მთავარი პრიზი – “ილო 2023″, აგრეთვე ნომინაციების გამარჯვებულები და პრიზიორები ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე 2023 წლის 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
ფესტივალის პროგრამა:
13 ოქტომბერი
12:00 – 12:30 საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილოს” გახსნის ცერემონია – ილო ხახიაშვილის ძეგლის წინ (ქუთაისი, რუსთაველის ქ. #4)
13:00 – 17:00 ფესტივალის საკონკურსო ფოტოების და ავტორების პრეზენტაცია – ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე (ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)
15:00 – 17:00 ვორქშოპი “თანამედროვე ფოტო – ტექნოლოგიები” – „დმო“ იმერეთი საკონფერენციო დარბაზი (ქუთაისი, რუსთაველის ქ. #9 ა)
17:00 – 18:00 კულტურული პროგრამა (ფოტო – კინო მატეანეს მუზეუმი)
14 ოქტომბერი
10:00 – 17:00 ფოტოგამოფენა ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე (ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)
11:00 – 14:00 “ქუთაისი ჩემს ფოტო კამერაში” – ფოტო გადაღებები ქალაქის ქუჩებში (ქალაქ – მუზეუმის ტერიტორია)
14:00 – 17:00 მასტერკლასი “თეთრ ხიდზე”
15:00 – 17:00 კულტურული პროგრამა ( ექსკურსია: ბაგრატი, გელათი, მოწამეთა, “თეთრა მღვიმე” – წყალტუბო )
15 ოქტომბერი
10:00 – 17:00 ფოტოგამოფენა ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე (ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)
12:00 – 14:00 მასტერკლასი “ფოტოპორტრეტი” ( იური მეჩითოვი, მაია დეისაძე )
15:00 – 17:00 ფესტივალის დახურვის ცერემონია (ქუთაისის “თი ბი სი” ბანკის საგამოფენო სივრცე – ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #24)
ლოგოს და ვიდეოინტროს (ქუდი) ჩვენება, ფესტივალის განვლილი 2 დღის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ჟიურის წევრების შეფასებები და შთაბეჭდილებები, ფესტივალის მონაწილეთა მიერ მეორე დღეს გადაღებული ფოტოების პრეზენტაცია ეკრანზე.
ფესტივალის დირექცია გამარჯვებულებს პრიზებს და ჯილდოებს გადასცემს.
“ფოტოკონკურსი ილო” 2006 წელს დაარსდა. იდეის ავტორი კინოდოკუმენტალისტი, მხატვარ – დიზაინერი მერაბ ქაჯაია გახლდათ. კონკურსი დღემდე სხვადასხვა პერიოდულობით ტარდებოდა. გარკვეული წარმატების მიუხედავად, ის მაინც საჭიროებდა განვითარებას და ამ მიზნით, 2022 წელს, ფოტოკონკურსის რებრენდინგი მოხდა და მას ახალი სტატუსი “საერთაშორისო ფოტოფესტივალი – ილო” მიენიჭა. პროექტს ახალი სტანდარტით და ფორმით მეორე წელია კომპანია “ოქროს პეპელა” ახორციელებს.
ვინ იყო ილო და რატომ დაერქვა ამ კონკურსს მისი სახელი კომპანია “ოქროს პეპელას” დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი გვიამბობს:
– “მე 20 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა ფოტოხელოვნება, როგორც კულტურის ერთ – ერთი დარგი. მნიშვნელოვანია ქუთაისელი ფოტოგრაფების დამსახურება ქალაქის წარსულის წლების ფოტომატიანეს შექმნაში.