მოდისა და დიზაინის პოპულარული გერმანელი ინფლუენსერი დიანა ციუნ ლივენი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობა. პოპულარული ვლოგერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით მოგზაურობს. დიანა ციუნ ლივენს Instagram-სა და YouTube-ზე ორ მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
ტურის ფარგლებში დიანა ციუნ ლივენმა დაათვალიერა თბილისის ისტორიული უბნები, გაეცნო დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. გერმანელმა ინფლუენსერმა ბათუმი მოინახულა, ეწვია ციხისძირს, პეტრას ციხესა და მტირალას ეროვნულ პარკს.
დიანა ციუნ ლივენი საქართველოს კულტურის, ბუნების, ეროვნული პარკების, კურორტების, ღვინისა და სამზარეულოს შესახებ ვიდეო ვლოგებს, პოსტებსა და სთორებს ამზადებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი იხილავს. ტურის მიზანია საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.