ნია აფციაური სწავლას საფრანგეთში, Université Paris Sciences & Lettres-ში აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ნია აფციაური სწავლას საფრანგეთში, Université Paris Sciences & Lettres-ში (PSL) აგრძელებს. ნია კოგნიტური მეცნიერების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

მან მოიპოვა Campus France-ისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი სტიპენდია – France Excellence 2023/24, რაც მისი სწავლისა და პარიზში ცხოვრების ხარჯებს სრულად დაფარავს.

ნია ასევე მიიღეს იტალიაში University of Trento-ს კოგნიტური ნეირომეცნიერების ფაკულტეტზე სწავლის 80%-იანი დაფინანსებით და Erasmus Mundus-ის ენისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზეც (LCT), თუმცა საბოლოოდ ნიამ PSL-ში CogMaster-ზე არჩია სწავლა.