37 მედალი სომხეთის ღია ჩემპიონატიდან

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ნაკრები დაბრუნდა “სომხეთის ღია ჩემპიონატიდან”, საიდანაც ჩვენმა სპორტსმენებმა 37 მედალი – 13 ოქროს, 8 ვერცხლის და 16 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. დელეგაციაში 66 სპორტსმენი, 6 მსაჯი და 9 მწვრთნელი იყო.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე და ვიცე პრეზიდენტი ირაკლი ტყებუჩავა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა 6 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი. საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვა.