მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) გახდა

ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ამბროლაურელი ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალში ახმედ უსმანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვლადიმერ გამყრელიძე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მედალს პირველად დაეუფლა.

მირიან მაისურაძეს (92 კგ) ბრინჯაოს მედლამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. დღეს ბრინჯაოს მედლისთვის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის გივი მაჭარაშვილი (97 კგ) იბრძოლებს