2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში, ივერი კეკენაძისა და ანასტასია რასპოპოვას (ლატვია/შვეიცარია) საფორტეპიანო დუეტი კონცერტს გამართავს.
მათ კოლაბორაცია სიბელიუსის აკადემიაში სწავლის დროს დაიწყეს 2018 წელს და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობენ და მონაწილეობენ ფესტივალებსა და კონცერტებში სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე შვეიცარიაში.
2 ოქტომბრის კონცერტის პროგრამაში ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებებია, რომელიც საფორტეპიანო დუეტმა თემატური სათაურის ქვეშ ”Prélude à la nuit” გააერთიანა. რეპერტუარი მოიცავს სენ-სანსის, დებიუსის, რაველის და პულენკის საფორტეპიანო დუეტებსა თუ სიმფონიური მუსიკის საფორტეპიანო ვერსიებს.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.