20 სექტემბერს, 16:30 საათზე, დადიანების სასახლეში, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, “მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის” და დადიანების სასახლესთან თანამშრომლობით, გეპატიჟებათ გამოფენაზე, “ბერტა ფონ ზუტნერის დაბრუნება დადიანების სასახლეში”.
ბერტა ფონ ზუტნერი, პირველი ნობელის ლაურეატი ქალი, დადიანების ოჯახის მოწვევით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. აღნიშნული კავშირის გათვალისწინებით, სიმბოლურია, რომ გამოფენა ტარდება სწორედ დადიანების სასახლეში.