ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.
ფინალური ორთაბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დათმო.
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედალი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შოთა ფარტენაძემ (61კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა უკრაინელ ვალენტინ ბლიატენსკის სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
შოთასთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იყო და პირველივეზე შეძლო მედლის მოპოვება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.