საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი დღეს, კინოთეატრ „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის ფილმით „ლოტო” გაიხსნება.

წელს BIAFF კინოფესტივალი მეთვრამეტე ჩატარდება და კინომოყვარულებს ტრადიციულად საინტერესო ახალ ფილმებს წარუდგენს სხვადასხვა სექციაში – საერთაშორისო კონკურსი, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა და სხვა

კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 25 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.