ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს.
ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2023 წლის იანვრიდან განაახლა.