ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 12 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განცხადების შემოტანა 1-ელი სექტემბრის (18:00 საათამდე) ჩათვლით შეეძლოთ.
წელს საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას ოთხი ქართული ფილმი ეცდება:
„გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ – რეჟისორი ლელა წიფურია;
„მოქალაქე წმინდანი“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„მშვენიერი ელენე“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი.
14 სექტემბერს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ ფილმს, რომელიც წელს ოსკარზე საქართველოს საკონკურსო ფილმი გახდება.